პრემიერი: რაგბის მიმართულებით ჩვენ გვაქვს დიდი პროგრესი და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც შეძლო სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია

„რაგბის მიმართულებით ჩვენ გვაქვს დიდი პროგრესი და მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც შეძლო სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, აგრეთვე ინფრასტრუქტურული მომენტების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებთან, ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე რაგბის კლუბი – „ზუგდიდის” წამომადგენლის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა სპორტის ამ სახეობით დაინტერესებისთვის ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში აუცილებლად შეიქმნება ისეთი პირობები, რაც რაგბის მოყვარულებს და სპორტსმენებს ხელს შეუწყობს სამომავლო განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები