სტუდენტმა პრემიერს ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა

„მადლობას გიხდით ამ ფორმატში შეხვედრისთვის და იმისთვის, რომ ვართ სუფთა გარემოში, ზუგდიდის ისტორიული დანიშნულების ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იქნება ღირსი, რომ მიიღოს ძალიან ბევრი ტურისტი, ყველა დატკბეს აქ ყოფნით”, – ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართული შეხვედრისას სტუდენტმა მიმართა.
ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ფონდი „ქართუსა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით წარიმართება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.
პროექტირების სამუშაოებს ბაზისად დაედო წერილობით წყაროებზე დაყრდნობით სააგენტოს მიერ პარკის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველადი არქეოლოგიური კვლევა, რომლის შედეგადაც უკვე გამოვლენილია ისტორიული არქიტექტურული ნაგებობების ნაშთები და სხვადასხვა არტეფაქტები.
რეაბილიტაციის პროექტი ბაღის მთლიანი ტერიტორიის – 25 ჰექტრამდე მიწის ფართობის სრულ კეთილმოწყობას გულისხმობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი შეხვედრა ახალგაზრდებთან ბოტანიკურ ბაღში გამართა. შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები