ციხელაშვილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიაზე: გარკვეულ პირებთან დაკავშირებით, არსებობს კითხვები, არიან თუ არა ცოცხლები

გარკვეულ პირებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, არიან თუ არა ცოცხლები, თუმცა, მტკიცებულება, რომ საქმე დაიხუროს, ჩვენს სამართალდამცველებს არ აქვთ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან” დაკავშირებით განაცხადა.
„გარკვეულ პირებთან დაკავშირებით, არსებობს კითხვები, არიან თუ არა ცოცხლები, თუმცა ამის მტკიცებულება, რომელიც გამოდგებოდა იმისთვის, რომ საქმე დაიხუროს, ასეთი ჩვენს სამართალდამცველებს არ აქვთ. ბუნებრივია, ამიტომ ამ ადამიანების სახელები ამ სიაში მოხვდა, რომ მათი ბრალეულობა და ზოგიერთ შემთხვევაში მსჯავრდებულობა იქნეს დაფიქსირებული”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები