მამუკა ბახტაძე: ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებიან

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი” თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და რა თქმა უნდა, ის უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოქალაქეების, განსაკუთებით რეგიონის ახალგაზრდების დასაქმებას“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებიან.
„როგორც ვიცი, კონსორციუმს ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პოლიტიკა აქვს და ის, სწორედ, ამას გულისხმობს. ჩვენი ლამაზი კუთხის ახალგაზრდები დასაქმდებიან ამ პროექტში, როდესაც დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში“,- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა, აგრეთვე სამეგრელო – ზემო სვანეთში არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს და კიდევ ბევრი გვექნება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეწარმეების წახალისების თვალსაზრისით. აგრეთვე, აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურა გავხადოთ თანამედროვე და მოვიყვანოთ წესრიგში. ამ თვალსაზრისით რეგიონში არის პრობლემები და მათ დროული გადაჭრა სჭირდება. პროექტები უნდა დასრულდეს ვადაში, ან ვადაზე ადრე, რამდენადაც შესაძლებელია. ამავდროულად, უნდა განხორციელდეს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა მაღალი კლასის სასტუმროებთან ერთად რეგიონებში საოჯახო ტიპის სასტუმროების არსებობისა და განვითარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები