“როცა “თანაინვესტირების ფონდმა” პარკინგის მოწყობის ვალდებულება აიღო, ეს ქველმოქმედების ტოლფასი იყო”

“ოპონენტების მიერ პუშკინის სკვერთან პარკირების მოწყობაზე აგორებული მიზანმიმართული კამპანია მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლი იყო”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მიწისქვეშა პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში, განაცხადი არცერთ კომპანიას არ წარუდგენია.
მისივე განმარტებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბიზნესისთვის ასეთი რამ არამომგებიანია.
“როდესაც “თანაინვესტირების ფონდმა” პარკინგის მოწყობის ვალდებულება აიღო, ეს ქველმოქმედების ტოლფასი იყო, ხოლო ოპონენტები ამ პროექტის მის საკუთრებად წარმოჩენას ცდილობდნენ. ახლა კი კარგად გამოჩნდა, რომ იგივე პირობებით, როგორც ეს “თანაინვესტირების ფონდის” შემთხვევაში იყო, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის ინტერესს არცერთი ბიზნესი არ გამოხატავს, რადგან უბრალოდ არარენტაბელურია, არამომგებიანია ეს მათთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტების მიერ პუშკინის სკვერთან პარკირების მოწყობაზე აგორებული მიზანმიმართული კამპანია მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლი იყო. საინტერესოა ახლა სად არიან ის ადამიანები და რატომ არ აკეთებენ კომენტარებს, რომლებმაც “თანაინვესტირების ფონდისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური სპექტაკლი დადგეს ?!“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები