თბილისში, ფილარმონიასთან 16 წლის მოზარდი დაჭრეს

თბილისში, ფილარმონიასთან, გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება ბასრი საგნით, სავარაუდოდ, მინის ნატეხით, მხრის და ფეხის არეში აქვს მიყენებული. მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები