სამართალდამცველები კომპანია „სვეტის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

სამართალდამცველები კომპანია „სვეტის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ისინი ოფისში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. როგორც კომპანია „სვეტის“ პიარმენეჯერი თემურ კენკებაშვილი აცხადებს, კომპანიის მფლობელებთან ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა მენაშენეებთან შეხვედრა დაეგეგმა. კომპანიის საქმიანობით დაზარალებულებმა კი პიარმენეჯერის განცხადებებს აბსურდული უწოდეს. ისინი მშენებლობის გაგრძელებას, ან საკუთარი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ.
„დამირეკა კომპანიის დირექტორმა, რომელმაც მთხოვა, რომ გამეღო ორი კაბინეტი, რომლებშიც სხვათა შორის, ჩვენ გუშინ ტელევიზიების თანდასწრებით ჩავკეტეთ საბუთები. რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის ის, რომ შემოსული არიან სასამართლო განჩინების საფუძველზე. რამდენიმე მენაშენესთან ერთად, შედგა ჩემი კომუნიკაცია მათსა და კომპანიის დირექტორს შორის, რომელმაც გვითხრა, რომ უნდა შემდგარიყო მობილური ჯგუფი და ამ ჯგუფს შეხვდებოდა კომპანიის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა კენკებაშვილმა.
კომპანია „სვეტის“ დაზარალებულები უკვე რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები