ირაკლი როსტომაშვილი: “ღამის ეკონომიკის” განვითარებამ, შესაძლოა სამართალდარღვევების ფაქტები შეამციროს

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, “ღამის ეკონომიკის” მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განმარტებით, უკონტროლო ტერიტორიების ნაკლებობამ, ხალხის გააქტიურებამ და ქუჩაში მეტმა კომუნიკაციამ, შესაძლოა, სამართალდარღვევების ფაქტები შეამციროს.
„ღამის ეკონომიკა“ ჩვენ შევისწავლეთ ევროპის გერმანულენოვანი ქვეყნების მაგალითზე და იქ ამას, მეორე ცვლის ეკონომიკას უწოდებენ. იმ ქვეყნებში ტურიზმიდან შემოსული თანხა საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ პასიურობდა ადგილობრივი მოსახლეობა, ანუ, ნაკლებად ხარჯავდა ფულს. ჩვენ „მენაშენეთა ასოციაციაში“ იმაზეც კი ვსაუბრობდით, რომ „ღამის ეკონომიკა“ იწყება ეზოდან, მეზობლების კავშირით, ბავშვების თამაშით და ა.შ. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ შუაღამემდე ცეკვა-თამაში. ამიტომ, სასურველია, 24-საათიანი დღე-ღამე დაიყოს 3 ნაწილად, 8 საათი ძილი, 8 საათი პირადი, ოჯახის დრო და 8 საათი სამუშაო პერიოდი. განვითარებულ ქვეყნებში გათვლა იყო ასეთი, რომ არა შიდა ტურიზმი, არამედ მოსახლეობა გააქტიურებულიყო და გარეთ გამოსულიყო. პირობითად რომ ვთქვათ, საქართველოში ჩამოსულმა 10 000-მა ტურისტმა დღეში ასი ლარი რომ დახარჯოს, იგივე შედეგს მივიღებთ, თუ ყოველდღე ოთხჯერ მეტ ადგილობრივს გამოვიყვანთ და 5 ლარს დახარჯავს, ფინანსურად იგივე ეფექტის მომცემია. ამასთან, შვეიცარიის მაგალითზე ამან სამჯერ შეამცირა სამართალდარღვევების ფაქტები, უკონტროლო ტერიტორიების ნაკლებობამ, ხალხის გააქტიურებამ და ქუჩაში მეტმა კომუნიკაციამ, ეს პრობლემა შეამცირა”, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები