„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ყველა ზომა გამოვიყენოთ, რათა მუხთარლის საქმეზე სიმართლე დადგინდეს“

„აფგან მუხთარლის საქმეზე არსებობს კითხვები და გამოძიება ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის თუ როგორ აფასებს ევროსასამართლო კონკრეტულ საქმეს, იმ გადაწყვეტილების შემდეგ გამოჩნდება, რომელსაც სასამართლო მიიღებს.
„ევროსასამართლო როგორ აფასებს ამ კონკრეტულ საქმეს, ეს გამოჩნდება იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც მიიღებს შესაბამისი სასამართლო, მაგრამ ის, რომ კითხვები არსებობს ამ საქმეში და გამოძიება ჯერ ბოლომდე არ არის მიყვანილი, ეს ცალსახაა”, – აღნიშნა დეპუტატმა.
სოფო კილაძის თქმით, ქართულ მხარეს არ ეძლევა საშუალება, რომ დაკითხონ აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანშია დაკავებული.
„ჩვენ გვექმნება შეფერხებები, რომ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გავატაროთ. ეს ბუნებრივია, არ არის კარგი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ყველა ზომა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სიმართლე დადგინდეს”, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები