სამხრეთ კორეა მიიჩნევს, რომ აშშ-თან სამხედრო წვრთნების გაუქმება, კორეის ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციას ხელს შეუწყობს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისრაციის წარმომადგენლის განცხადებით, მთავრობა მიიჩნევს, რომ აშშ-თან სამხედრო წვრთნების გაუქმება, შესაძლოა, კორეის ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციას დაეხმაროს.
ისტორიული სამიტის შემდეგ, რა დროსაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ, სამხრეთ კორეამ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა, სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნები გააუქმა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული წვრთნები, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან „პროვოკაციული“ და „ძვირადღირებული“ იქნებოდა.