საფრანგეთის ქალაქ ლილში, საქართველოს კულტურის მინისტრი ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას – „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ”
საფრანგეთის ქალაქ ლილში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას – „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ”.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ საპროდიუსერო კომპანიებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა:
მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები,;
ჩაერთონ საერთაშორისო მაღალბიუჯეტიან პროექტებში;
ითანამშრომლონ ევროპულ პლატფორმებთან და ტელეარხებთან.
ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ შემოქმედებით სივრცეში და ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში.