გურამ მაჭარაშვილი – ნიკა გვარამიას შეუძლია, თავისი თავი გამოაცხადოს პრემიერად ან გენპროკურორად – მისი ფანტაზიები იმის გაგრძელებაა, რაც მის თანაგუნდელებს ჰქონდათ
“ნიკა გვარამიას შეუძლია, თავისი თავი გამოაცხადოს პრემიერად ან გენპროკურორად – მისი ფანტაზიები იმის გაგრძელებაა, რაც მის თანაგუნდელებს ჰქონდათ,”- ამის შესახებ
„ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ოცნებას კაცი არ მოუკლავს, არც პირდაპირ და არც გადატანითი მნიშვნელობით. ნიკა გვარამიას შეუძლია, თავისი თავი გამოაცხადოს პრემიერად ან გენპროკურორად. ეს მისი უფლებაა, მაგრამ არ ახდება. მისი ფანტაზიები იმის გაგრძელებაა, რაც მის თანაგუნდელებს ჰქონდათ. მაგალითად, გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრად გვევლინებოდა, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ა.შ. რა ვქნათ? ასეთ ფანტაზიებს თუ გააგრძელებს, არსებობს დაწესებულება, სადაც ცოტა მკურნალობასაც ჩაუტარებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას“.