სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი და მისი მოადგილე, ლევან ქარუმიძე სკოლის წარმომადგენლებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებსა და დამატებითი დარგობრივი კურსების შემუშავებაზე ისაუბრა, რაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და მსმენელთა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებას ემსახურება.

ტრენერებმა, თავის მხრივ, კოლეგებს საგანმანათლებლო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები