“კომპიუტერთან იჯდა 24 საათი, ღამის 04:00 საათზე იძინებდა და პირველზე დგებოდა” – რას აცხადებს გურიაში მკვლელობისთვის დაკავებულის მამა

შსს-მ გურიაში 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელმაც მეზობელი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, ჩადენილი მკვლელობა ინტერნეტით მიღებულ დავალებას უკავშირდება.

როგორც “ტვ პირველთან” სატელეფონო საუბრისას დაკავებულის მამა აცხადებს, მისი შვილი 24 საათს კომპიუტერთან ატარებდა.

მისივე თქმით, გამომძიებლები დაინტერესებულები არიან, თუ რა სახის თამაშებს თამაშობდა მისი შვილი.

“აზრზე არ ვარ, რას აკეთებდა, კომპიუტერთან იჯდა 24 საათი. ღამის 04:00 საათზე იძინებდა და პირველზე დგებოდა ლოგინიდან. მეზობლის მკვლელობის შემდეგ, ტყეში გაიქცა. ვნახეთ, რომ თვითონაც გადაუჭრია ვენები.

გამომძიებლები დაინტერესდნენ,
რა სახის კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა, თუმცა, მე არაფერი ვიცი. სახლი გაჩხრიკეს, წაიღეს სისხლიანი ტანსაცმელი, ტელეფონი და კომპიუტერი”, – აცხადებს დაკავებულის მამა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჩ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები