28 თებერვლიდან, ისრაელში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, 5045 ადამიანი დაშავდა, მათგან ბოლო 24 საათის განმავლობაში, 204 მოქალაქე.
ამის შესახებ ებრაული სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, საავადმყოფოებში 120 დაშავებული რჩება, რომელთაგან 12 მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო კიდევ 27-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.