ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ირანის მოლაპარაკებები შესაძლოა ამ შაბათ-კვირას გაიმართოს
აშშ-სა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებისა და ბირთვული პროგრამის საკითხებზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას, ისლამაბადში გაიმართოს,- აღნიშნულის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
როგორც გროსიმ აღნიშნა, მოლაპარაკებები ბირთვული ენერგიის მიღმა საკითხთა უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.
“ამჯერად, დღის წესრიგში ასევე იქნება რაკეტები, ისლამურ რესპუბლიკასთან მოკავშირე ძალები და ირანის უსაფრთხოების გარანტიები“, – განაცხადა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ირანის ოფიციალური პირები კვლავ ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებენ და ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკებების მიმდინარეობას პერიოდულად უარყოფენ.