ონში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიების არსებობა მხარეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტურიზმის განვითარებისა და რეგიონის რეკრეაციული სივრცის გაფართოების თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის აღდგენას.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება ხაზი გაუსვეს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მნიშვნელობას. დაიგეგმა მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ექნებათ შესაძლებლობა, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები