ირანი მიიჩნევს, რომ აშშ-ის წინადადება მოლაპარაკების შესახებ, შესაძლოა, ხრიკი იყოს
ირანის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ აშშ-ის წინადადება ისლამაბადში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ შესაძლოა, ხრიკი იყოს,- ამის შესახებ პორტალმა Axios-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
წყაროს თქმით, ირანის წარმომადგენლებმა პაკისტანის, ეგვიპტისა და თურქეთის შუამავლებს განუცხადეს, რომ ამერიკული ჯარების ახლო აღმოსავლეთში განლაგებამ „გაამყარა მათი შეშფოთება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება შეიძლება ხრიკი იყოს“.
როგორც Axios-ი იტყობინება, ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ „არ სურთ, რომ კვლავ მოტყუვდნენ“, რადგან ირანზე თავდასხმები გასული წლის ივნისში და მიმდინარე წლის 28 თებერვალს მოლაპარაკებების პროცესის შუაგულში მოხდა.
მედია აღნიშნავს, რომ აშშ მოლაპარაკებების საფუძვლად ირანთან კონფლიქტის დასრულების 15-პუნქტიან გეგმას განიხილავს.
Axios-ის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ დაადგენენ, მზადაა თუ არა თეირანი იმ დათმობებზე წავიდეს, რაზეც წინა მოლაპარაკებების დროს არ დათანხმდა. თეთრი სახლის წყარომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ კვლავ განიხილავს ირანის წინააღმდეგ ოპერაციის სახმელეთო ფაზაზე გადასვლას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.