შვედეთში 20 წლის ფეხბურთელი მოკლეს

შვედეთის ქალაქ ერებროში სროლის შედეგად 20 წლის მეკარე, ჰუგო მოსჰაგენი მოკლეს, – ამის შესახებ Aftonbladet-ი წერს.

შემთხვევა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ავტოსადგომზე მოხდა. პოლიციამ ზარი 23:26 საათზე მიიღო და ადგილზე დაჭრილი მამაკაცი იპოვა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

“ჩვენ სერიოზულ დანაშაულს ვიძიებთ. ეს მიზანმიმართული სროლაა“, – განაცხადა მორიგე ოფიცერმა, პიტერ ანდერსონმა.

ჯერჯერობით ეჭვმიტანილები არ არიან. გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა კავშირი მოსჰაგენსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის. საქმე მკვლელობად და იარაღის უკანონოდ გამოყენებად იქნა კლასიფიცირებული. სროლის მოტივი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები