ფინეთის უმსხვილესი აეროპორტი შაბათს გაიფიცება
შაბათს ჰელსინკში მდებარე ქვეყნის ყველაზე დიდი აეროპორტის პერსონალი გაიფიცება.
ფინეთის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის განცხადებით, ვანტაას აეროპორტის პერსონალი 15 ივნისს დილის ხუთიდან, საღამოს ხუთ საათამდე შეწყვეტს ყველა სახის საქმიანობას აეროპორტის ტერიტორიაზე. „გაფიცვის დროს მგზავრებს არანაირი დახმარება და სერვისი არ გაეწევათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაფიცვას ფინეთის უმსხვილესი აერტოპორტის თანამშრომლები იმის გამო გეგმავენ, რომ, ქვეყნის პროფკავშირებთან დასადები ხელშეკრულების შედგენისას, ფინეთის აეროპორტების ოპერატორი კომპანია და ქვეყნის პროფკავშირების წარმომადგენლები გარკვეულ პუნქტებზე ვერ შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად, ვანტაას აეროპორტი 19 მილიონ მგზავს ემსახურება, ხოლო ყოველდღიურად 350 რეისს იღებს. 2018 წელს ბრიტანეთის საკონსულტინგო კომპანია „სკაიტრექსმა“ ფინეთის ვანტაას აეროპორტი ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტად დაასახელა.