ირანი კიმ ჩენ ინს აფრთხილებს, არ ენდოს დონალდ ტრამპს

ოფიციალური თეირანი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს აფრთხილებს, არ ენდოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რადგან მან შესაძლოა, დენუკლერიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნებამდე გადაიფიქროს.
თეირანმა საკუთარი გამოცდილება მოიყვანა მაგალითად დონალდ ტრამპთან დაკავშირებით და კიმ ჩენ ინს, ტრამპის სანდოობასთან დაკავშირებით, დაფიქრება ურჩია.
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა არ იცის თუ როგორ პიროვნებასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ტრამპმა შესაძლოა ფრენის დროს, სამშობლოში ჩასვლამდე, გადაიფიქროს კიმ ჩენ ინთან დადებული დენუკლერიზაციის შეთანხმების პირობების შესრულება“, – აღნიშნა ირანის მთავრობის სპიკერმა, მუჰამედ ბაღერ ნობახმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, „ტრამი ამერიკელი ხალხის ნებას არა წარმოადგენს და რომ ამერიკელები მომდევნო არჩევნებზე მისგან შორს დაიჭერენ თავს“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის ისტორიული შეხვედრის დროს, გარკვეულ დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომლის შინაარსიც ამ დრომდე არ საჯაროვდება. მხარეები ასევე კორეის ნახევარკუნძულის სრულ დენუკლერიზაციაზე შეთანხმდნენ, რის საპასუხოდაც დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეასთან ჩანიშნული მასშტაბური სამხედრო წვრთნები გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები