კანადამ რეკრეაციული მიზნებისთვის, მარიხუანას ფლობა, მოხმარება და გაყიდვის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

კანადის სენატმა რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას ფლობა, მოხმარება და გაყიდვის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას მხარი 52-მა სენატის წევრმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო მიიჩნევს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მთავრობას საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად აკონტროლის მარიხუანას წარმოება და მოხმარება, რაც მარიხუანას არალეგალურ ვაჭრობას შეეწინააღმდეგება.

სავარაუდოდ, კანონი 2018 წლის ბოლოს შევა ძალაში. ამ გადაწყვეტილებით, კანადა „დიდი ოცეულის“ პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც მარიხუანას ლეგალიზებას მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები