სერგეი ლავროვსა და მაიკ პომპეოს შორის შეხვედრა შესაძლოა სინგაპურში შედგეს
რუსეთის ფედერაციის საგარო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შესაძლოა, მის ამერიკელ კოლეგას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ, მაიკ პომპეოს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შესაძლოა სერგეი ლავროვი, მაიკ პომპეოს, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სინგაპურში შეხვდეს.
შესაძლო შეხვედროს თაობაზე, დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.