ბელარუსის უშიშროების სამსახურმა, სპეცოპერაციის შედეგად, მაღალი თანამდებობის პირები დააკავა

ბელარუსის სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად, უპრეცედენტო რაოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, რამდენიმე თანამდებობის პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი ვაკულჩიკმა გააკეთა.
„საქმე ეხება არა ერთ, არამედ რამდენიმე თანამდებობის პირს და ეს ქრთამის აღების ერთჯერადი შემთხვევა არ არის“, – აღნიშნა ვაკულჩიკმა.
მან ასევე მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება მოხდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ვაკულჩიკმა დაკავებულების ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა და ასევე, არ დააკონკრეტა, თუ რა პოსტს იკავებდნენ აღნიშნული პირები ბელარუსის მთავრობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები