პაკისტანში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 6 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხები ავრცელებენ.
ცნობილია, რომ შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კვეტასთან დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული პირები ახლომდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
პაკისტანის საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ, თუ რა გახდა სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. ამ ეტაპზე, მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალები არ საჯაროვდება.