ერაყმა, სირიაში განლაგებული „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა
ერაყმა, სირიაში განლაგებულ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, საჰაერო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა, „სუნნის“ ექსტრემისტული დაჯგუფების პოზიციები დაბომბა და სრულიად გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ ერაყმა საკუთარ ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები სრულიად გაანადგურა, თუმცა, სირიის საზღვართან არსებული გარკვეული შენაერთები, პერიოდულად, კვლავ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის სტაბილურობას, რის გამოც, ერაყმა გარკვეული ლოკაციების დაბომბვის გადაწყვეტილება მიიღო.