ერაყში მომხდარ აფეთქებას, 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ სადრში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქიდან აღმოსავლეთით მდებარეობს, აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 99-მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, სეიფ ბადრმა გააკეთა.
ცნობილია, რომ მსხვერპლი, ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქებას მოჰყვა. საბრძოლო მასალა მეჩეთში ინახებოდა და სწორედ მაშინ აფეთქდა, როდესაც ისინი მეჩეთიდან ერთ-ერთ ავტომობილში გადაჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილობრივმა მედია-საშუალებებმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მონათლეს და მას „მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული ტერორისტული აგრესია“ უწოდეს. მომხდართან დაკავშირებით გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობის გამო, ქვეყნის მთავრობას, ამ ეტაპზე დამატებითი განცხადება არ გაუვრცელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები