სინგაპური ისტორიულ შეხვედრასთან დაკავშირებით, საჰაერო სივრცეს სამი დღით ჩაკეტავს
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დროს, სინგაპური საკუთარ საჰაერო სივრცეს ჩაკეტავს, რაც ყველა სახის რეისების გადადებას გულისხმობს. ამის შესახებ განცხადება სინგაპურის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა გააკეთა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაში კი აკონკრეტებენ, რომ სინგაპურის საჰაერო სივრცე 11,12 და 13 ივნისს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო რეისებისთვის ჩაიკეტება.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, სინგაპურში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შორის, ისტორიული შეხვედრა გაიმართება.