გაურკვეველი დაავადების გამო, აშშ-მა ჩინეთიდან დიპლომატები გამოიხმო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჩინეთში აპრობირებული დეპუტატები სამშობლოში დააბრუნა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გაურკვეველი დაავადებაა, რითიც დიპლომატები დაავადდნენ.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჰიტერ ნაუერტმა განაცხადა, მსგავსი დაავადებით დასნებოვნების ფაქტები კუბაში მივლენილ ამერიკელ დიპლომატებს შორისაც დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ დაავადებას ტვინის ტრავმის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ჰიტერ ნაუერტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დიპლომატების დასნეულების შესახებ გახდა ცნობილი, უწყებამ ჩინეთში სპეციალური ჯგუფი გაგზავნა, დიპლომატების ოჯახის წევრებისა და საკონსულოს შენობის შესამოწმებლად.
„შემოწმების შედეგად, რამდენიმე დიპლომატის შტატებში გაგზავნა და დამატებითი შემოწმების ჩატარება გადაწყდა, მათი სიმპტომების და ჩივილების სრულყოფილად გამოსაკვლევად“, -აღნიშნა მედიასთან საუბრისას ჰიტერ ნაუაერტმა.
„ნიუ-იოკ თაიმსის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჩინეთიდან სამშობლოში, სულ მცირე 2 დიპლომატი გამოიხმო, მას შემდეგ, რაც მათ ჩინეთში ყოფნისას უცნაური ხმების მოსმენის შემდეგ, გაურკვეველი დაავადებით დასნებოვნება დაუდგინდათ.