ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
გვატემალაში ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შემდეგ, უკვე მესამე დღეა, რაც მაშველები ლავასა და ფერფლში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.
ვულკანის სიახლოვეში მდებარე ყველა სოფელი განადგურებულია, ხოლო ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კი იზრდება.
ადგილობრივი მედია-საშუალებების ინფორმაციით, გარდაცვლილია 99 ადამიანი, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად, 200 ადამიანი მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ვულკანი „ფუეგო“ გასულ კვირას ამოიფრქვა და მას შემდეგ კრატერიდან ლავისა და ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა განუწყვეტლივ მიმდინარეობს.
ქვეყნის მთავრობამ რეგიონი უკვე გამოაცხადა სტიქიური უბედურების ზონად და განგაშის ხარისხის უმაღლესი, წითელი დონეც მიანიჭა. ცნობილია, რომ „ფუეგო“ მსოფლიოში მოქმედ ვულკანებს შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.