თვითმკვლელობამდე ცნობილმა ამერიკელმა დიზაინერმა წერილი დატოვა

55 წლის ცნობილი დიზაინერი კეიტ სპეიდი, საკუთარ ბინაში, საქმეთა მმართველმა გარდაცვლილი იპოვა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბინაში გამოსათხოვარი წერილიც აღმოაჩინეს, რომლის შინაარსიც არ გასაჯაროვებულა.
პოლიციის განცხადებით, დიზაინერმა თავი მოიკლა, რაზეც, მათი მტკიცებით, ყველა სამხილი მიუთითებს.

კეიტ სპეიდმა დიზაინერული კარიერა 1993 წლიდან დაიწყო. მან ხელჩანთების საკუთარი ძვირადღირებული სერია, მეუღლესთან ერთად კოლაბორაციის შედეგად შექმნა. ამჟამად, მის კომპანიას, მსოფლიოს მასშტაბით 300 ფილიალი გააჩნია.

2007 წელს, ქეით სპეიდმა საკუთარი ბრენდ-დიზაინერული კომპანია Coach 2,4 მილიარდ დოლარად გაყიდა, რის შემდეგაც სპეიდმა და მისმა მეუღლემ ახალი დიზაინერული ხაზი ჩაუშვეს წარმოებაში, რომელსაც ქალიშვილების პატივსაცემად Frances Valentine უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები