იტალიაში აეროპორტების პერსონალი იფიცება
8 ივნისს იტალიაში, ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, აეროპორტების თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „GardaWorld“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გაფიცვაში მონაწილეობას ავიადისპეტჩერებიც მიიღებენ. გაფიცვას ასევე შეუერთდებიან ბოლონიის აეროპორტის მომსახურე პერსონალი და Air Italy-ს და Blue Panorama Airlines-ის ბორტგამცილებლები. გავრცელებულ ინფორმაციაში გაფიცვის მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.
ცნობისათვის, იტალიაში ავიადისპეტჩერებისა და აეროპორტის პერსონალის გაფიცვა გასულ თვეშიც მოხდა, რა დროსაც 500-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.