ავსტრიაში, ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, რამდენიმე პირი, მათ შორის, ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი დააკავეს (ვიდეო)

ავსტრიაში, ქალაქს ნოიკირჰში, ავსტრიის კონსტიტუციური დაცვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა, სპეცოპერაცია ჩაატარა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სპეცოპერაციის ზუსტი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. თუმცა იკვეთება, რომ ღონისძიება 40- წლამდე ჩეჩენი ეროვნების პირის დაკავების მიზნით ჩატარდა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, სასჯელი უკვე შეფარდებული აქვს.
ამასთან, აღნიშნულ პირს უკავშირდება ტერორისტული ორგანიზაცია “კავკასიის საემიროს“ ( Имарат Кавказ) დაფინანსება, სადაც მან ასობით ათასი ევრო გადაიხადა.
მოგვიანებით, ასევე გაირკვა, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის პარალელურად, ქალაქ ვენაში ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორისაა პატიმრობიდან ვადამდე ადრე გათავისუფლებული 40-წლამდე ჩეჩენი ეროვნების – ასლამბეკ ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები