გლობალური მშვიდობის ინდექსის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 102-ე ადგილი დაიკავა
2018 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის ანგარიშის მიხედვით, 163 ქვეყნიდან საქართველო 102-ე ადგილზეა. ანგარიში „ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ დღეს, რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გლობალური მშვიდობის ინდექსის ანგარიშის მიხედვით, სომხეთი 120-ე, აზერბაიჯანი 132-ე, თურქეთი – 149-ე და რუსეთი 154-ე პოზიციებზეა.
გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, პირველი ადგილი ისლანდიას ხვდა წილად, მეორე და მესამე ადგილები კი ახალმა ზელანდიამ და ავსტრიამ გადაინაწილეს.