გერმანიის კანცლერი, დონალდ ტრამპს, ირანის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდება

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან, ირანის საკითხზე, მოლაპარაკებები გამართოს. ამის შესახებ თავად გერმანიის კანცლერმა პარლემენტარებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, შევეცდები დაველაპარაკო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს იმ პრობლემაზე, რომელიც ირანის საკითხთანაა დაკავშირებული. შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ სავაჭრო ტარიფების საკითხს“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში პარლამენტარებთან გამართული შეხვედრის დროს.

ირანის საკითხზე შეხვედრა კი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 8-9 ივნისს დაგეგმილ დიდი შვიდიანის (G7) სამიტზე მოხდება, რომლის ჩატარებაც კანადაში იგეგმება.
ანგელა მერკელმა ასევე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის სამიტის დროს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მონაწილე ქვეყნებმა ჩინეთის საკითხთან დაკავშირებით პოზიციები შეცვალონ, თუმცა აღნიშნა, რომ ჩინეთის მიმართ თანაზიარი და ურთიერთსასარგებლო მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს ვაჭრობის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები