საფრანგეთში მარცვლეულის საცავში აფეთქება მოხდა

აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე მარცვლეულის საცავში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამაშველო სამსახური ავრცელებს.

ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. სტრასბურგის მახლობლად, მდინარე რაინთან მდებარე მარცვლეულის საცავში, აფეთქების შემდეგ, ცეცხლი გაჩნდა, რამაც შენობა ძლიერ დააზიანა.

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა აფეთქება, რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების აქტივობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები