ინდონეზიაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინდონეზიის სეისმოლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი პაპუას პროვინციის, სუპიორის რაიონიდან სამხრეთ-დასავლეთით, 106 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის კერა კი, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგები ინდონეზიის კიდევ რამდენიმე რაიონში იგრძნობოდა. ამ ეტაპზე მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები