ვულკან “ფუეგოზე” ლავის განმეორებითი ამოფრქვევა დაფიქსირდა, დაკარგულია 200-მდე ადამიანი

გვატემალაში ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, სულ მცირე 200 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად, 75 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა ექსპერტების აზრით, ამოფრქვევის მასშტაბებისა და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. ცნობილია, რომ ვულკანის ეპიცენტრთან ახლომდებარე სოფლები სრულად განადგურებულია.

საერთო ჯამში სტიქიურმა უბედურებამ 2 მილიონამდე ადამიანი დააზარალა.
შეგახსენებთ, რომ გვატემალაში ვულკანი „ფუეგო“ რამდენიმე დღის წინ ამოიფრქვა, რის შედეგადაც, ვულკანურმა ფერფლმა და ლავამ, ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი სრულიად დაფარა, ხოლო გვამები ფერფლმა ქანდაკებისმაგვარ ფიგურებად აქცია. გუშინ „ფუეგო“ განმეორებით ამოიფრქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვულკანის ხელახალ ამოფრქვევას ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახური არ პროგნოზირებდა, რის გამოც, ამ დროისთვის 200-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2 დღის წინ, ქვეყნის მთავრობამ, განგაშის წითელი დონე გამოაცხადა, ხოლო რეგიონს ბუნებრივი კატასტროფის ზონის კვალიფიკაცია მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები