გაერო-ს ასამბლეის პრეზიდენტად მარია ესპინოსა აირჩიეს
ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია ფერნანდა ესპინოსა გაერო-ს 73-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კენჭისყრისას მის კანდიდატურას 128 ხმა ერგო წილად, ხოლო მის ჰონდურასელ მეტოქეს, 62.
ესპინოსა მეორე ქალი იქნება, ჰაია რაშიდ ალ-ხალიფას შემდეგ, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.
კენჭისყრა გამორჩეული იმითაც იყო, რომ გაეროს ისტორიაში პირველად, გაეროს-ს ასამბლეის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო.
მარია ესპინოსას განცხადებით, ამ გამარჯვებას ის მსოფლიო პოლიტიკაში მოღვაწე ყველა ქალს უძღვნის, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც გენდერული უთანასწორობის პირობებში უწევთ მოღვაწეობა.