ავღანეთში ძლიერ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბაღლანის პროვინციაში, დღეს დილით, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ აფეთქება ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრის შენობაში მოხდა. შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია 2 ადამიანი. თუმცა, აფეთქების სიმძლავრის გათვალისწინებით, შესაძლოა, მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდოს.
შემთხვევის თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტი დაშტ-ი-ალუანის რაიონში, დაახლოებით, 10:30 საათზე მოხდა.
ადგილობრივების მტკიცებით, აფეთქება ნაღმის დეტონაციამ გამოიწვია. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
ამ დროისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები