ირანის ისლამური რესპუბლიკა ურანის მარაგების გამდიდრებას იწყებს
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ურანის მარაგების გამდიდრების დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ინიცირება მოახდინა.
ამის შესახებ განცხადება ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ევროპელი ლიდერები ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას ცდილობენ, ეს მაინც რთულად მისაღწევი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკის გათვალისწინებით.
ირანის ბირთვული მარაგების ურანით გამდიდრების გადაწყვეტილების შესახებ, განცხადება ქვეყნის სულიერმა ლიდერმა, აიათლა ალი ხამენეიმაც გააკეთა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ურანის გამდიდრებისათვის საჭირო სამუშაოების დაწყების სანქცია გასცა, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმება გაუქმდება.
შეგახსენებთ, რომ ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან, ამერიკის შეერთებული შტატების გასვლის შემდეგ, ევროპელი ლიდერები შეთანხმების შენარჩუნებას ცდილობენ, რომელიც ჯერ კიდებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმდა, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ, დონალდ ტრამპმა „ცუდად შედგენილი“ შეთანხმება უწოდა და შეთანხმება დატოვა, რასაც ირანის ახალი სანქციების დაწესებაც მოჰყვა.