ვლადიმერ პუტინი: სანქციები ვერ გვაიძულებს, უარი ვთქვათ განვითარების დამოუკიდებელ და სუვერენულ გზაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტამდე, ჩინური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის განვითარებას სანქციები ვერ შეაჩერებს. ის მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ზიანს არა რუსეთს, არამედ იმ სახელმწიფოებს მიაყენებს, რომლებმაც ის დააწესეს.

„ეტაპობრივად მოხდება სანქციების მოხსნა, ხოლო რუსეთის ურთიერთობები, დასავლეთის ქვეყნებთან, დარეგულირებას დაიწყებს. სანქციების ან შეზღუდვების დაწესება ჩვენ არ გვაოცებს, ეს ჩვენ არ გვაშინებს და არასოდეს გვაიძულებს, უარი ვთქვათ განვითარების დამოუკიდებელ და სუვერენულ გზაზე“ – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მედიასთან საუბრისას პუტინმა ასევე განმარტა, რომ მისი აზრით, „რუსეთი ან სუვერენული იქნება, ან საერთოდ არ იარსებებს“.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ გარკვეულ სახელმწიფოებს სანქციებითა და შეზღუდვებით ქვეყნის განვითარების შეფერხება სურთ. მან ასევე დასძინა, რომ ეს ჩანაფიქრი არცერთ ქვეყანას არ გამოუვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები