ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით “მოლოტოვის კოქტეილებს” ისვრიან
პალესტინელები ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ და სხვა ცეცხლმოკიდებულ ნივთებს ისვრიან იმ იმედით, რომ ისრაელის ტერიტორიებზე მინდვრებსა და ტყიან ადგილებს ცეცხლი მოეკიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამ დრომდე ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილები“ შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 910 ჰექტარი ტერიტორია, უნალექო ზამთრის შემდეგ, სრულიად გადაიწვა, რამაც 3 მილიონ დოლარამდე ზარალი მიაყენა ისრაელს.
ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, გილად ერდანის განცხადებით, საჭიროა, რომ ებრაელმა სნაიპერებმა ის პალესტსინელები გაანეიტრალონ, რომლებიც ცეცხლმოკიდებულ ნივთებს ისრაელის ტერიტორიაზე ისვრიან.
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში მდებარე ებრაულ სასაზღვრო ბლოკპოსტთან ახლოს უკვე მეორე 2 თვეა, რაც ღაზას სექტორის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციებს მართავენ, რა დროსაც ხშირია მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მომხდარი შეტაკებების შედეგად უკვე 120 პალესტინელია გარდაცვლილი.