გატაცებული სასულიერო პირი უკვე გორშია

რუსი ოკუპანტების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტში, დვანი-მუგუთის მონაკვეთზე გატაცებული სასულიერო პირი უკვე გორშია. დირბის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე (ნიკოლოზ ოხანაშვილი) ამჟამად უკვე გორში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და მომხდარს გაუგებრობა უწოდა.
სასულიერო პირის გატაცებამდე ოკუპანტებმა სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან მწყემსიც გაიტაცეს. მისი გათავისუფლების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები