ლია გიგაური: მედიაწიგნიერება არის პასუხი 21-ე საუკუნის ციფრული ტექნოლოგიების გამოწვევებზე და კომისია ამ გამოწვევებს პასუხობს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, რომ მედიაწიგნიერება არის პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ უნარი მედიიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და გაფილტვრის.

„მედიაწიგნიერება არის პასუხი 21 საუკუნის ციფრული ტექნოლოგიების გამოწვევებზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომისია ამ გამოწვევებს პასუხობს. ძალიან დიდი საზოგადოებრივი რეზონანსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის რისკი კარგად შევაფასოთ, რაც მედიაწიგნიერების დაბალ დონეს მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის, საზოგადოებისთვის თუ სახელმწიფოსთვის. ამ მხრივ ძირითადი ფოკუსი ალბათ, რა თქმა უნდა, მედიის გარდა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, სწორედ ამიტომ განათლების სამინისტრომ ახალ სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა მედიაწიგნიერების მიმართულება და თუ მანამდე ჩვენ მედიაწიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია ისე გვქონდა შეტანილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, დღეს უკვე ფოკუსირებული ვართ თემებზე როგორც მოქალაქეობაში, ასევე სამოქალაქო განათლების სხვადასხვა მიმართულებით“,- განაცხადა მედიაწიგნიერების სტრატეგიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით,  კომისიის წარმოდგენილი პრეზენტაცია ფართოდ წარმოაჩენს პრობლემას და ასევე პრობლემის გადაჭრის გზებს.

„ამ მხრივ მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთია როგორ განვავითარებთ მოსწავლეების ცოდნას, უნარებს ამ მიმართულებებით, და მეორეა – თვითონ მედია როგორ მუშაობს მაღალი მედიაწიგნიერების პირობებში“-, აცხადებს გიგაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები