ბერლინში, დაწყებითი სკოლის შენობიდან, მოსწავლეების და პედაგოგების ევაკუაცია განხორციელდა

ბერლინის პოლიციამ, ქალაქში მდებარე ერთ-ერთი დაწყებითი სკოლიდან, მოსწავლეების და აკადემიური პერსონალის ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
ცნობილია, რომ პოლიციამ შენობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სკოლის შენობაში საეჭვო პირების შესვლის თაობაზე ანონიმური ზარი მიიღეს. ამ დროისათვის, ბერლინის გესუნბრუნენის რაიონი პოლიციის კორდონითაა გარშემორტყმული და მოსახლეობას იმ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს.
ბერლინის პოლიციის წარმომადგენელის, ტომას ნეუენდორფის განცხადებით, ამ ეტაპზე, სკოლის შენობაში, პოლიციის თანამშრომლებს საეჭვო ნივთი არ აღმოუჩენიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები