დონბასში გიორგი ღონღაძის ბიძაშვილი მოკლეს

დონბასში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს, 2000 წელს უკრაინაში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძეს ბიძაშვილი, 22 წლის მარიან კორჩაკი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, მიროსლავა ღონღაძე ავრცელებს. ის საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: „მარიან კორჩაკი, გიორგი ღონღაძის დედის, ლესია ღონღაძეს ოჯახის წევრი იყო“. მიროსლავა ღონღაძე ასევე აღნიშნავს, რომ ლესია ღონღაძე გარდაცვლილის დეიდა იყო.
ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიან ღონღაძე გაერთიანებული ძალების სპეცოპერაციისას გარდაიცვალა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც მიმდინარე წლის 30 მაისს დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები