საუდის არაბეთმა იემენიდან გაშვებული კიდევ ერთი რაკეტა გააუვნებელყო
საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა, იემენიდან გაშვებული მორიგი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
„რაკეტა ქალაქ იანბუსთვის იყო გამიზნული, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ რაიონში უნდა ჩამოვარდნილიყო. საუდის არაბეთის სამეფო სამხედრო ძალებმა, დროულად მოახერხეს რაკეტის ჩამოგდება და მისი განადგურება“, – აღნიშნულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
ცნობილია, რომ ქალაქ იანბუში მსხვილი ნავთობ-ტერმინალია განთავსებული, რომელიც იემენის ჰუსიტური რეჟიმის დასაბომბი ობიექტების ნუსხაში ერთ-ერთი უმთავრესი ლოკაციაა.
შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც იემენში სამთავრობო გადატრიალების შედეგად, ჰუსიტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. მომხდარის გამო, იემენში სამოქალაქო ომი დაწყო, რაშიც მოგვიანებით, საუდის არაბეთიც ჩაერთო.