ისრაელის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა აღკვეთა

ისრაელის უშიშროების სამსახურმა ტერორისტების ჯგუფი გაანეიტრალა, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების სერიას გეგმავდნენ. ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Jerusalem Post ავრცელებს.
ცნობილია, რომ უშიშროების სამსახურმა ანტი-ტერორისტული ღონისძიება აღმოსავლეთ იერუსალიმში ჩაატარა. მათ ასევე დაადგინეს, რომ ტერორისტების ქმედებების კოორდინირება სირიიდან ხორციელდებოდა. ჯგუფის წევრები ბენიამინ ნეთანიაჰუზე და იერუსალიმის მერ, ნირ ბარკატზ ეგეგმავდნენ თავდასხმას ისევე როგორც კანადისა და აშშ-ს საკონსულოს შენობებზე.
გამოცემის ინფორმაციით, 30 წლის მუჰამედ ჯამალ რაშდა, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა, უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე გადაცდომაში მანამდეც ამხილა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, რაშდას მიერ სავარაუდო მსხვერპლებზე მოპოვებული ინფორმაციაც აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები