ავღანეთის პრეზიდენტმა მუსლიმი სასულიერო პირების მიმართ განხორციელებული ტერაქტი დაგმო
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ორშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო, რა დროსაც მუსულმანური სამყაროს 14 სასულიერო პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„თავდასხმა მუსლიმ სასულიერო პირებზე, ისლამის ღირებულებებზე თავდასხმის ტოლფასია“, – აღნიშნა ავღანეთის პრეზიდენტმა.
ცნობილია, რომ გუშინ ქაბულში შეკრებილ სასულიერო პირებს, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქში არსებული სიტუაციის დეესკალაციის მიზნით ჩავიდნენ, თავს დაესხნენ, რა დროსაც, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და 14 ადამიანი იმსხვერპლა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ გუშინვე აიღო, თუმცა მომხდარის მიზეზების შესახებ, ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.